Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას აყენებს შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს

მარშალ პრესი 18/07/2022
ირაკლი კობახიძე

ბანკი მიუთითებს იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელიც ევროპულმა საბჭომ და ევროპულმა კომისიამ არ გაიზიარა. ამის უკან შეიძლება რაღაცები ამოვიკითხოთ და ამაში სჭირდება ბუნებრივია ჩაძიება, ვის რაში შეიძლება აინტერესებდეს ამ მასშტაბის რეპუტაციული ზიანის მიყენება შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის, ეს არის ძალიან საინტერესო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უცნაურია, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს.

„რატომ შეიძლება თვითდაზიანების მდგომარეობაში იყოს ერთ-ერთი პრესტიჟული შვეიცარიული ბანკი, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და რამე პოლიტიკური კავშირი აქვს თუ არა ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს, როდესაც ბანკი მიუთითებს იმ რეზოლუციაზე, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო და რომელიც ევროპულმა საბჭომ და ევროპულმა კომისიამ არ გაიზიარა. ამის უკან შეიძლება რაღაცები ამოვიკითხოთ და ამაში სჭირდება ბუნებრივია ჩაძიება, ვის რაში შეიძლება აინტერესებდეს ამ მასშტაბის რეპუტაციული ზიანის მიყენება შვეიცარიული საბანკო სისტემისთვის, ეს არის ძალიან საინტერესო.

შვეიცარიული მედიისთვის ნებისმიერი ინფორმაცია, მით უმეტეს, ეს ინფორმაცია თავისი შინაარსით ასეთი სკანდალურია, რა თქმა უნდა, საინტერესო უნდა იყოს და მედია პირიქით ასეთ ინფორმაციას უნდა ეძებდეს, თუმცა ის რომ მედია ამ ყველაფრით არ ინტერესდება ზუსტად ისეთივე უცნაურია, როგორც ის, რომ ბანკი თვითდაზიანებას იყენებს და ამ დაზიანებას შვეიცარიულ საბანკო სისტემას და მთლიანად შვეიცარიის სახელმწიფოს აყენებს“, – აღნიშნა კობახიძემ.]

იურიდიულმა კომპანიამ, MKD-მ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის მიმართ არსებული ვალდებულებების უპრეცედენტოდ უხეში და განგრძობადი დარღვევების შესახებ შვეიცარიულ მედიაში პრესრელიზი გაავრცელა.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური ძალები და მათი ლობისტები ცდილობენ,​ დეოლიგარქიზაციაზე ჩანაწერი დაუკავშირონ ბიძინა ივანიშვილს და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა ევროკომისიის მხრიდან
Next: მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011-2012 წლებში საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, ახლა მისი შანტაჟი ფინანსური კუთხით რამდენად არასერიოზული და უშანსოა ალბათ მარტივად ხვდებით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025