Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას

მარშალ პრესი 17/07/2022
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას, – როგორც სომხური მედია წერს, აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში განაცხადა.

სომხეთის პრემიერის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი ხასიათდება, როგორც მნიშვნელოვანი მიღწევებითა და წარმატებებით მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანესი პერიოდი.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც დაფუძნებულია მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე და ღირებულებების იდენტურ სისტემაზე, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით განაგრძობს გამყარებას, რაც ქმნის წინაპირობებს შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის.

„სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და განმტკიცებას და ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ არსებული ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობა ყველა სფეროში“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

ასევე, სომხეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების ორმხრივი სურვილი და ოფიციალურ დონეზე საიმედო დიალოგი მომავალშიც გაგრძელდება ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და უფრო მეტად მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს, მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო
Next: საბერძნეთში საბრძოლო მასალით დატვირთული უკრაინული სატვირთო თვითმფრინავი ჩამოვარდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.