Skip to content
16/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამირან სალუქვაძე: საექსპერტო წრეებში ყოველთვის იყო მოწოდება, რომ საქართველოს განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა რეგიონში. ამ კუთხით მისასალმებელია პრემიერ ღარიბაშვილის აქტიურობა

მარშალ პრესი 16/07/2022
ამირან სალუქვაძე

საექსპერტო წრეებში ყოველთვის იყო მოწოდება, რომ საქართველო ამ მიმართულებით გააქტიურებულიყო, დაეკავა თავისი ტრადიციული როლი და განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობა რეგიონში. ამ კუთხით მისასალმებელია პრემიერ ღარიბაშვილის აქტიურობა, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი ამირან სალუქვაძე თბილისში ჩატარებულ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

„გარდა იმ მედიაციისა, რომელიც ჯერ კიდევ აქტუალური არის ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, იქნება განხილული სხვა თემებიც, რეგიონული პროცესები, რეგიონული პროექტები, მათ შორის სატრანზიტო დერეფნები და ა.შ. ამ პროცესებიდან ჩამორჩენა არ შეიძლება, რადგან თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენი ინტერესები რეგიონში არ იქნება დაცული“, – განაცხადა სალუქვაძემ.

დღეს თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგი გაიმართა. ერთი წლის წინ ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოლაპარაკების პროცესში პირადად ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩართული. ქართულ-ამერიკული მედიაციის შედეგად, 2021 წლის 15 ივნისს აზერბაიჯანმა 15 სომეხი ტყვე გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი სომხეთმა მნიშვნელოვანი აზერბაიჯანულ მხარეს დოკუმენტები გადასცა.

Continue Reading

Previous: სოსო გოგაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, ის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მოინახულა
Next: ზაალ ანჯაფარიძე: 2 დაპირისპირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში და საქართველო წარმოჩინდა, როგორც საერთაშორისო მედიაციის მოედანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025