Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა

მარშალ პრესი 16/07/2022
სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 24 წელი შესრულდა.

სანაპირო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, I რანგის კაპიტან რამაზ პაპიძესთან ერთად გახსნა.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სანაპირო დაცვის დღე მიულოცა.

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დღეა. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას ამ ღირსშესანიშნავ თარიღს. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა დიდ როლს ასრულებს როგორც ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით, ასევე, საერთაშორისო საზღვაო ღონისძიებებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სანაპირო დაცვამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების 4-წლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის – ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა“, – განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 16 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ნიკოლოზ შარაძემ, სტუმრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: მგონია, რომ აშშ-ის საელჩომ და ქალბატონმა ელჩმა ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ
Next: „ბორჯღალოსნებმა“ პორტუგალიის ნაკრები დაამარცხეს🏉

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.