ირაკლი ზარქუა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: მგონია, რომ აშშ-ის საელჩომ და ქალბატონმა ელჩმა ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ

970X90

ეს რევიზია, დაკითხვა და შემდეგ სანქცირება კონკრეტული გადაწყვეტილების მიმართ წარმოუდგენელია და პირადად ჩემთვის რთულად დასაჯერებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საელჩომ და ელჩმა კელი დეგნანმა მომხდარზე მკაფიო განმარტებები უნდა გააკეთონ.

„მგონია, რომ ჩვენ რაც მოვისმინეთ მოსამართლე ჩხიკვაძისგან, ეს არის მნიშვნელოვანი, საგანგაშო და კატეგორიულად მიუღებელი. ამ ადამიანმა თქვა, რომ გადაწყვეტილების გამო გარკვეული დაკითხვა მოუწყვეს და ამ დაკითხვის შედეგად დაასანქცირეს და ამერიკაში არ გაუშვეს. არის კონკრეტული განცხადება და ის კონკრეტული ფაქტით არის გამყარებული. მგონია, რომ საელჩომ და ქალბატონმა ელჩმა ამაზე მკაფიო განცხადება უნდა გააკეთონ. საგანგაშო, საკმაოდ მძიმე ბრალდება იყო მოსამართლის მხრიდან. სხვათა შორის, დანარჩენმა მოსამართლეებმაც გამოაცხადეს, რომ ლაშა ჩხიკვაძეს სოლიდარობა გამოუცხადეს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს არის უხეში ჩარევა და მიუღებელია. ეს სწორიც არის. ჩვენ დასავლეთთან იმიტომ ვართ, რომ ისინი თავისუფალი ინსტიტუციების მშენებლობაში დაგვეხმარონ“, – განაცხადა ზარქუამ.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებით, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შეხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთის ზომა.

970X90
გაზიარება