Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთს დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრება

მარშალ პრესი 16/07/2022
ირაკლი ღარიბაშვილი2

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთის კვირეული დაიწყო.

დღეიდან მაღალ მთიან რეგიონებში ტურისტებს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება ელით. წელს პირველად, თუშეთში ხინკლის დღეები გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთის კვირეულის ფარგლებში თუშეთს ესტუმრება და ომალოში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.

ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები თუშეთში 12:00 საათიდან დაიწყება. ადგილზე კარვებიცაა მოწყობილი, სადაც იქ მისულ დამსვენებლებს ღამის გათევის საშუალებაც ექნებათ.

ფესტივალის დღეები თუშეთიდან და ყაზბეგიდან დაიწყება და 23 ივლისს მესტიასა და შოვში გამართული ღონისძიებებით დასრულდება.

Post navigation

Previous: ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დაიხურა
Next: ილია დარჩიაშვილი: ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ თბილისი მასპინძლობს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.