Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს

მარშალ პრესი 27/11/2026
irakli kobakhidze2

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყობთ ამ ადამიანების დასახელება, შესაბამისად, შემოიფარგლებიან ზოგადი განცხადებებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ არ ასახელებს ამ დრომდე ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულ პირებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რომ სინამდვილეში ითხოვენ დამნაშავეების მიმართ ისეთ მოპყრობას, როგორსაც ისინი არ იმსახურებენ.
„თუმცა თქვენ ასევე იცით ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან, შთამბეჭდავ გამარჯვებას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.