Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სპორტი

პრემიერი – ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ ძალიან მნიშვნელოვან, შთამბეჭდავ გამარჯვებას

მარშალ პრესი 27/11/2026
irakli kobakhidze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.
„მინდა აღვნიშნო გუშინდელი ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული წარმატება. მინდა, ჩვენს კალათბურთელებს, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი გამარჯვება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ.

ასევე, ცალკე მინდა აღვნიშნო თორნიკე შენგელიას განსაკუთრებული თამაში, რომელიც ყოველ ჯერზე გვაკვირვებს თავისი ნამდვილი სპორტული გმირობით.
ასევე, „იბერიას“ მინდა მივულოცო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება „კონფერენს ლიგაზე“. ასეთი წარმატებები, რა თქმა უნდა, ქმნის საბოლოო ჯამში ჩვენი სპორტის წარმატებას და ბუნებრივია, ამას სჭირდება ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის
Next: პრემიერი – გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს. ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.