Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერი – ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი

მარშალ პრესი 27/11/2026
irakli kobakhidze3

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია  სპორტის განვითარება.
„ეს  კომპლექსი გააერთიანებს სპორტის სამინისტროს შენობას. სპორტის სამინისტროს ექნება ახალი შენობა  ამ სივრცეში. ასევე ეს კომპლექსი გააერთიანებს სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, სპორტის კოლეჯს და პარალიმპიურ ცენტრს, ასევე სხვადასხვა სახეობის სპორტულ დარბაზებს, ტირისა და კლდეზე ცოცვის ცენტრებს.
ერთ შენობაში განთავსდება ფედერაციები და სპორტის განვითარების ფონდი. შესაბამისად, დაიზოგება სახსრები და ბუნებრივია, ეს სახსრები ისევ მოხმარდება ქართული სპორტის განვითარებას.
ასევე, ამ სივრცეში განთავსდება მუზეუმი, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული სპორტის მდიდარი ისტორია და ჩვენი მდიდარი სპორტული ტრადიციები.
ეს პროექტი ადასტურებს იმას, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. სპორტის დაფინანსება 2012 წლის შემდეგ არის მრავალჯერადად გაზრდილი, დაახლოებით 8-ჯერ არის გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ხარჯები, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება ნიშნავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დანერგვას ჩვენს ქვეყანაში და ახალი თაობების ჯანსაღი წესით აღზრდას. შესაბამისად, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, სპორტის განვითარება“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში
Next: ირაკლი კობახიძე – ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.