Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მთელ ქვეყანაში ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში

მარშალ პრესი 27/11/2026
irakli kobakhidze02

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება სპორტის განვითარებისთვის, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მრავალფუნქციური სპორტული ცენტრები, რომლებიც აშენდება უკლებლივ ყველა მუნიციპალურ ცენტრში. ასევე, ყველა მუნიციპალიტეტი იქნება უზრუნველყოფილი ტექნიკური საფეხბურთო სტადიონებით და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შექმნილი ტექნიკური რაგბის ცენტრები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტის ყველა სახეობისთვის უზრუნველყოფილი იქნება სათანადო სპორტული ინფრასტრუქტურა.
„ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოიღებს სათანადო შედეგებს. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, მუდმივად იზრდება სპორტული წარმატების მაჩვენებლები ჩვენს ქვეყანაში. წელს, პირველად გადავცდით 2 000 საერთაშორისო მედალს, რაც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა ამაზეც არ გვინდა გავჩერდეთ და გვინდა, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ ქართულ სპორტში. ქართული სპორტი არის ის, რაც ჩვენ განსაკუთრებული სიამაყის საგანს გვაძლევს. სწორედ, სპორტსმენები გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ვიხილოთ უმაღლეს სიმაღლეზე აღმართული საქართველოს დროშა და აჟღერებული ქართული ჰიმნი. აქედან გამომდინარე, სპორტის განვითარება ჩვენთვის არის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და სპორტზე ზრუნვა აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ სივრცეში გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები, რომლებიც ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ წინსვლას და ქართულ სპორტს ვუსურვებ განვითარებას,“- განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: თერჯოლაში კაცმა სახლში ჯერ ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია
Next: პრემიერი – ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის, ქვეყნისთვის ზოგადად, სპორტის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.