საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში ანნა რიჩიმ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მხარეთა შორის პარტნიორობის განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმის მთავარი მიზანია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, დამატებითი დაცვის მქონე და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
