Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარღვევების გამო ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

მარშალ პრესი 27/11/2026
Capture1

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა  სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, ასევე, სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები.

შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი  საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის, ლ. დ.-ს (მისამართი: მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე, დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის  და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: ვიდეოდან მარტივად მიხვდებით იმასაც, რა გაქანების და გავლენის პოლიტიკური ფიგურა იყო კრემლის ადმინისტრაციის იმდროინდელი ხელმძღვანელი – ალექსანდრე ვოლოშინი, რომელიც სააკაშვილს 2000-იანი წლების დასაწყისიდანვე „გულშემატკივრობდა“, როგორც რუსების მიერ კონტროლირებად და მართვად კაცს
Next: სახალხო დამცველსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.