Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

მარშალ პრესი 26/11/2026
parlamenti

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი – სიახლის მიხედვით, დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, 6-თვიანი ინტერვალის გარეშე, განმეორებით გავიდეს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძემ წარადგინა.
აღნიშნული ცვლილებით უქმდება ნორმა, რომლის მიხედვითაც, უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, გამოცდებს შორის 6-თვიანი ინტერვალით არის შესაძლებელი.
ცვლილება პარლამენტში მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ, უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

Post navigation

Previous: საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.