Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენტურკს შეხვდა

მარშალ პრესი 26/11/2026
meet prosecutor

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენტურკთან შეხვედრა გამართა.
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილეები ამირან გულუაშვილი და ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, გენერალური პროკურორის მოადგილე ომერ ერდოღმუში, საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პროკურორი სედა ტურკან მანავ დურსუნი, უფროსი პროკურორები ატიფ მოღულკოჩი და ფატიჰ მეჰმეტ აკსოი  ესწრებოდნენ.
გიორგი გვარაკიძემ  მუჰსინ შენტურკს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მუჰსინ შენტურკმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მხარეებმა განიხილეს კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. ასევე, ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.

Post navigation

Previous: კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
Next: პარლამენტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.