საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა.
შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამართლებრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და უწყებათაშორისი კავშირების გაღრმავებას.
აღინიშნა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის.
შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
