Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე რუსეთთან მოლაპარაკებებზე – უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას

მარშალ პრესი 26/11/2026
irakli kobakhidze3

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობაში თითქოს არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ, შესაბამისად, ეს შეიძლება, მიმართული იყოს მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დიალოგის შენარჩუნება არის აუცილებელია.

„სპეცწარმომადგენელმა გამოყო სამი კატეგორიის საკითხები, ეს იყო ღვინოსთან დაკავშირებული საკითხები, ასე ვთქვათ, ნეგატიური საკითხი, რაც საჭიროებს სასწრაფო გადაჭრას და ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამ საკითხის გადაჭრას, ასევე იყო მთელი რიგი ტექნიკური საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვეულებრივად გაგრძელდება საუბარი და ამასთან ერთად იყო, ასე დავარქვათ, პოზიტიური საკითხები, თუმცა აქაც განმარტა სპეცწარმომადგენელმა, მაგალითად მან ახსენა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციების მოწყობა და ა.შ. რაც შეეხება ე.წ. პოზიტიურ საკითხებს, აქაც რატომ გვაქვს ეჭვები, რადგან ასეთი საკითხები კარგად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს, მაგალითად უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა, ერთობლივი კონფერენციები.

თითქოს აქ არაფერი არ არის ცუდი, მეტიც, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, მაშინ იყო საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის, ტარდებოდა ერთობლივი კონფერენციები. მე პირადად ვესწრებოდი ერთ-ერთ კონფერენციას, რომელიც გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ჩამოსული იყვნენ რუსი სტუდენტები, იყვნენ ქართველი სტუდენტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული ამ ყველაფერში 2011 წელს, წინა ხელისუფლების პერიოდში, ომის დასრულებიდან ძალიან მალევე. თითქოს არაფერი ცუდი არ არის ამაში, მაგრამ აქაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ განჭვრიტოთ, ვის წისქვილზე შეიძლება დაასხას წყალი დღევანდელ ვითარებაში ასეთმა ინიციატივებმა. რა თქმა უნდა, ეს ენერგიას მისცემს ოპოზიციას, უამრავ პროვოკაციას მოაწყობენ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით და ბუნებრივია, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება, იყოს მიმართული მოქმედი ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, ეს კითხვის ნიშნები ავა ხელისუფლების მაღალ ეშელონებამდე და შეიცვლება დამოკიდებულება, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნლოვანი. დიალოგი არის საჭირო, რადგან არის საქართველო, არის რუსეთის ფედერაცია, არის ქართველი ხალხი, არის რუსი ხალხი, ჩვენ ვართ ერთმანეთის მეზობლები და დიალოგის შენარჩუნება აუცილებელია. ჩვენ მოთმინებით გავაგრძელებთ საუბარს და იმედი გვაქვს, რომ ეს საუბრები გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: პრემიერი – „ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და შემდეგ ძლივს ვიპოვეთ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე
Next: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს, მუჰსინ შენთურქს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.