Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე – საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება

მარშალ პრესი 26/11/2026
irakli kobakhidze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EAGLE HILLS-ის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ასეთ დროს მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე.

„ჩვენ ხშირად გვისაუბრია ეკონომიკურ სარგებელსა და ასევე, საბიუჯეტო სარგებელზე, რომელსაც მიიღებს ამ პროექტით ჩვენი ქვეყანა. პირდაპირ საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, სარგებელი არის ძალიან დიდი.

რაც შეეხება კამპანიას, იცით, რომ კვლავაც წარმოებს ე.წ. არაბიზაციის კამპანია. გახსოვთ, ამ თემაზე დებატებიც გაიმართა, მოსულები იყვნენ ჩვენი ოპონენტები, მათ შორის, კონკრეტული რადიკალური ძალებიდან და სიტყვა – არაბიზაცია, ამ პროექტთან მიმართებით ვერც ერთხელ ვერ ახსენეს, ვერ გაბედეს ვერც ერთხელ. ორჯერ ახსენეს სიტყვა – არაბიზაცია და ორივე სხვა საკითხთან მიმართებით. არც ერთხელ სიტყვა – არაბიზაცია, რაზეც კამპანია ჰქონდათ აგებული, არ უხსენებიათ ამ პროექტთან მიმართებით, რატომ – იმიტომ რომ ძალიან ნათელია, რომ არაფერ შუაშია EAGLE HILLS-ის პროექტთან არაბიზაცია, ძალიან მარტივად სტატისტიკა დაიდო, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება. ასეთ დროს, როდესაც მაინც ახერხებენ საუბარს არაბიზაციაზე ეს ხომ სამარცხვინოა, უკადრებელია, ეს არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას და პირველ რიგში, საკუთარ თავს, სამარცხვინოა. 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები და არაბიზაციაზე რომ საუბრობენ, ეს არის სრულიად სამარცხვინო მოვლენა. კაცურიც არ არის ეს ყველაფერი, არაფერი ახსნა არ აქვს, როცა ცრუპენტელობ საზოგადოების წინაშე,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში ქართული კომპანიების შეყვანა, „დიფ სთეითის“ ხელი ურევია, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა
Next: პრემიერი სუროგაციის აკრძალვაზე – მთავარი მიზეზი არის ქალის ექსპლუატაციის პრობლემა, რაც არის პირდაპირ დაკავშირებული სუროგაციის ნებისმიერ ფორმასთან, ქალის ექსპლუატაციას ასეთი მძიმე ფორმით არ აქვს არავითარი საპირწონე და არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.