Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში ქართული კომპანიების შეყვანა, „დიფ სთეითის“ ხელი ურევია, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა

მარშალ პრესი 26/11/2026
irakli kobakhidze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

იმედი გვაქვს, რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები უფრო ღრმად ჩაიხედებიან ამ საკითხში და სწორად შეაფასებენ იმ ყველაფერს, რაც ხდება: ერთი, რომ – ფაქტებზე დაფუძნების გარეშე წაგვიყენეს პოზიცია, რაც აბსოლუტურად გაუგებარია და მეორე – პირდაპირ უპირისპირდება ასეთი აქტი თვითონ რუსეთის ინტერესებსაც, არ მგონია, რუსეთის ინტერესებში შედიოდეს ყოველგვარი ფაქტების, არგუმენტებისა და საფუძვლის გარეშე სასანქციო სიებში, სასანქციოს დავარქმევდი, ქართული კომპანიების შეყვანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „დიფ სთეითის“ ხელი ურევია ამ ყველაფერში, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა.

„როდესაც კონკრეტული საშუალო რგოლის ბიუროკრატები მოქმედებენ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, აქ, რა თქმა უნდა, ეჭვებს აქვს საფუძველი, თუმცა თუ ეს გაუგებრობაა, ამ შემთხვევაში, ვნახავთ, ძალიან მალე მოიხსნება და „დიფ სთეითის“ საკითხი გაიწევა გვერდით. ამ ყველაფერში „დიფ სთეითის“ ხელი ურევია, თუ არის უბრალოდ გაუგებრობა, ეს ძალიან მალე გაირკვევა. მარტივად გაირკვევა.

ასევე, მე მინდა მოვუწოდო რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებს, დაინტერესდნენ ამ ყველაფრით და, საბოლოო ჯამში, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესატყვისება თვითონ რუსეთის ინტერესებსაც,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ
Next: ირაკლი კობახიძე EAGLE HILLS-ის პროექტზე – საბიუჯეტო სარგებელი არის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარის მოცულობის, ეკონომიკური სარგებელი არის ამაზე რამდენჯერმე მეტი, 254 ბინიდან როცა მხოლოდ 8 ბინას ყიდულობენ არაბული ქვეყნების მოქალაქეები, დღესავით ნათელია, რომ იქ არავითარი არაბიზაცია არ ხდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.