Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

– აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე

მარშალ პრესი 15/07/2022
ხუნდაძე

ჩვენს მიერ გუშინ გამოთქმული ეჭვი, ხომ არ იყო მოსამართლის ამერიკაში გამგზავრების ხელის შემშლელი ფაქტორი სასამართლო გადაწყვეტილება, დღეს თვითონ დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძემ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არ არის დასავლური ღირებულება, სწორედ ასეთი მიდგომაა სახიფათო სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და ზოგადად ეწინააღმდეგება პარტნიორულ ურთიერთობებს და იმ მიზანს, რა მიზანიც აქვს საზოგადოებას ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ შემადგენელთან ერთად გადაწყვეტილი, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დასავლური ღირებულება, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ხელშეუხებლობა.

ასეთი დამოკიდებულება საგანგაშო და სახიფათოა, ამიტომ კითხვები კიდევ უფრო მეტი ჩნდება და ახლა კითხვის ადრესატი, რომელსაც აქამდე პასუხი არ გაუცია, აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი, ერთმნიშვნელოვანი განცხადებები და განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე. მიჩნდება ეჭვი, რომ აქამდე დასმულ კითხვებთან დაკავშირებითაც კიდევ უფრო მეტ ხიფათთან და შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე მოსალოდნელია და ვიდრე შესაძლოა წინასწარ პროგნოზის გაკეთება. ამიტომ, კითხვებს სჭირდება პასუხები, წინააღმდეგ შემთხვევაში კითხვები კიდევ უფრო მრავლად ჩნდება. კელი დეგნანთან ჩვენ გვრჩება პასუხგაუცემელი კითხვები და ვთხოვთ მას, გაგვცეს პასუხები იმ კითხვებზე, რაც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოების მაღალი ინტერესია და ასევე ქვეყნის ინტერესი, თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყანა საზოგადოებას, როგორი იქნება ის ხვალ და საით მივდივართ გრძელვადიან პერსპექტივაში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სტაბილურობის განცდა“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს – გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე
Next: იმას რასაც გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს , გახლავთ სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025