Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ამ საკითხზე აშშ-ის საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს – გურამ მაჭარაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე

მარშალ პრესი 15/07/2022
გურამ მაჭარაშვილი

მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ, – ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის თქმით, მოსამართლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე აშშ-ს საელჩოს პოზიცია საინტერესოა.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიცია გვაინტერესებს. ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, მაგრამ რაც მოვისმინეთ, დაუშვებელია, რადგან მოსამართლის განცხადებაში მითითებული ფაქტი, რომ აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელმა მას კონკრეტულ საქმეზე ანგარიში მოსთხოვოს, ეს მართლმსაჯულების საქმიანობაში ჩარევაა.

ასევე მოვისმინეთ ევროპარლამენტარ გალერის სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოწოდება, რომ ნიკა გვარამია გაამართლოს. საინტერესოა, თავისი ქვეყნის სასამართლოს თუ მიმართავს და ეტყვის, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. შესაბამისად, ყველამ ნება უნდა იბოძოს და პატივი სცეს იმ ფუნდამენტურ პრინციპს, რასაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ჰქვია”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

როგორც მოსამართლე აცხადებს, მას აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ისიც უთხრა, რომ აშშ-ში გასამგზავრებელ მოსამართლეთა სიიდან ამოიღეს.

Post navigation

Previous: დიპლომატიური სკანდალიც არ ჰქვია ამას, ასე ღიად ერეოდე სხვა ქვეყნის შიდა სამართლებრივ საკითხებში პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს
Next: – აშშ-ის ელჩი ვალდებულია, ასეთ საგანგაშო მიდგომასთან დაკავშირებით რაზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, გააკეთოს ნათელი განმარტებები, რომ საზოგადოებამ იცოდეს რასთან გვაქვს საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.