Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 26/11/2026
1331

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, 37 ავტომობილის გამოყენებით საბაჟო გადასახდელებისგან თავის არიდების ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2023-2024 წლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები, იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ იყენებდნენ, მათ სახელზე ავტომობილებზე საკუთრების უფლების გადაცემის ყალბ დოკუმენტებს აფორმებდნენ. ამ დოკუმენტების საფუძველზე მათ 37 ავტომობილი რეექსპორტის რეჟიმში განათავსეს.

ავტომობილებს კანონით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ, ამასთან, მათზე შესაბამისი საბაჟო გადასახადები არ გადახდილა.

აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს 76 000 ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

Post navigation

Previous: სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნა
Next: მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთში გამართულ „სარტყელისა და გზის“ მეოთხე ენერგეტიკულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.