Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ელჩის დავალებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ განახორციელა რეპრესიული ქმედება, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა მოსამართლეების დასაშინებლად

მარშალ პრესი 15/07/2022
გია გაბრიჭიძე

„მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა იქ გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება დემოკრატიის პრინციპების აშკარა დარღვევა, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადების შესახებ.

“მოდით და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ელჩის დავალებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ განახორციელა რეპრესიული ქმედება, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა მოსამართლეების დასაშინებლად (ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს წევრების “გასაგონად”).

ლაშა ჩხიკვაძე- მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან(ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება აუცილებლად უნდა ითარგმნოს და გავრცელდეს დასავლურ მედიაში, რათა იქ გადასახადის გადამხდელებმა იცოდნენ, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადებით ხდება დემოკრატიის პრინციპების აშკარა დარღვევა, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნის მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება”– წერს გია გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ქალბატონო ელჩო თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა – ამაზე მაინც შეგიძლიათ გვიპასუხოთ?
Next: დიპლომატიური სკანდალიც არ ჰქვია ამას, ასე ღიად ერეოდე სხვა ქვეყნის შიდა სამართლებრივ საკითხებში პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.