Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ქალბატონო ელჩო თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა – ამაზე მაინც შეგიძლიათ გვიპასუხოთ?

მარშალ პრესი 15/07/2022
დავით ქართველიშვილი

„ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში“- ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება.

„ქალბატონო ელჩო, ეს განცხადება მაინც წაიკითხეთ ბოლომდე. ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რომლის შემდეგ ნებისმიერი კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი გადადგებოდა. ეს არის შოკისმომგვრელი და სამარცხვინო ფაქტი. ჩვენს სექტასთან პოლიტიკურმა თამაშებმა იცის მსგავსი ფინალი. თქვენ სასწორზე ორი უთანაბრო ტვირთი დაუპირისპირეთ ერთმანეთს, სადაც დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს საპირწონე პოზიციამ აშკარად გადაწონა თქვენში. დარწმუნებული ვარ, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თქვენ ერთ ბრიფინგსაც არ იკადრებთ ჩვენთვის – იმიტომ რომ არ გვთვლით ღირსად, თვალში გეპატარავებით, რადგანაც თქვენს “ფასეულობებს” არ ვიზიარებთ. თქვენს ქვეყანაში მექსიკის საელჩომ დევნა და ბულინგი რომ მოუწყოს რომელიმე მოქმედ მოსამართლეს, რა რეაგირება მოჰყვებოდა – ამაზე მაინც შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ?“- წერს ქართველიშვილი

Post navigation

Previous: თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას ეხმიანება
Next: აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა ელჩის დავალებით მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ განახორციელა რეპრესიული ქმედება, რომელიც განკუთვნილი იყო სხვა მოსამართლეების დასაშინებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.