Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა

მარშალ პრესი 25/11/2026
916725072_29535908326094197_7543000523788350854_n

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

№5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სამზარეულო გაიხსნა.

მსჯავრდებულების პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულო მოეწყო. კულინარიული სივრცე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა რამაზ თათარაშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მუსტაფა თურქერ არიმ გახსნეს. სტუმრებმა სამზარეულო დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ.

სამზარეულო სივრცეში კულინარიას ყოველწლიურად ორმოცი ქალი მსჯავრდებული შეისწავლის. ტრენინგი მოიცავს როგორც სრულ თეორიულ, ისე პრაქტიკულ პროგრამებს. კურსის დასრულების შემდეგ მათ ორენოვანი სერტიფიკატი გადაეცემათ, რაც მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის შემდეგ კულინარიის სფეროში დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. კულინარიული სივრცე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ ინიციატივითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო. დაწესებულების ტერიტორიაზე გამოიყო 95 კვ.მ ფართობი, რომელსაც სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.

უახლესი ტექნიკა-დანადგარებითა და შესაბამისი ინვენტარით სივრცე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის ოფისმა უზრუნველყო. სწავლებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოლეჯი „მოდუსი“ წარმართავს. მსჯავრდებულმა ქალებმა კულინარიის შესწავლის სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც ანალოგიური პროგრამა №16 პენიტენციურ დაწესებულებაში წარმატებით განხორციელდა. აღნიშნულ დაწესებულებაში მზარეულის პროფესიას 80 მსჯავრდებული დაეუფლა.

სწავლება პროფესიულ კოლეჯ „იკაროსის“ ორგანიზებით ჩატარდა. №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში სასწავლო სამზარეულოს გახსნას ესწრებოდნენ, აგრეთვე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) შუა აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის უფროსი ჰავვა ფინარ ოზჯან ქუჩუქჩავუში და თბილისის პროგრამის კოორდინატორი სალიჰ ოზერი.

Post navigation

Previous: გურამ მაჭარაშვილი: ლოგიკურია, რომ პარტია, რომელიც აკეთებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს და მეტიც, იქცევა ანტიკონსტიტუციურად და ანტისახელმწიფოებრივად, უნდა აიკრძალოს
Next: ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის მსხვერპლ ქალებს შეხვდნენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.