Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ყინწვისის სპეცოპერაციაზე: 24 ადამიანს არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა

მარშალ პრესი 24/11/2026
archil gorduladze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ 2011 წელს ყინწვისის სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული 24 პირის საქმეზე საუბრისას.

გორდულაძის განცხადებით, დაკავებულთა შორის იყო ნიკოლოზ გოგუაძე, რომლის მიმართაც, წამება განხორციელდა. მისივე თქმით, ამ საქმეზე 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წამების აკრძალვის შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, როგორც არსებითი, ისე პროცედურული თვალსაზრისით.

“ნიკოლოზ გოგუაძე გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს: ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგსა და მუცელზე კი ფეხებით იხტუნავეს. ის უკანონო მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით. ამ ადამიანებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ დარღვეულია წამების აკრძალვის მუხლი – კონვენციის მე-3 მუხლი, ორივე ნაწილში: როგორც პროცედურული, ისე არსებითი ასპექტით. ეს არის 2019 წლის გადაწყვეტილება. აღნიშნული საქმე მიმდინარეა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, მსჯავრდებულები იყვნენ. 24 ადამიანს ამ ყველაფერს რომ გადმოატარებ, ამ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას რომ გამოატარებ, უკანონო მსჯავრით ციხეში რომ გყავს და შემდეგ კითხვა გიჩნდება, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ალბათ, ეს კითხვა ქალბატონმა ანა წითლიძემ რიტორიკულად დასვა“, – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ეროვნულმა არქივმა პრაღაში გამართულ ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე ქართული გამოცდილება წარადგინა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.