ეროვნულმა არქივმა პრაღაში გამართულ ICARUS-ის 37-ე ყრილობაზე ქართული გამოცდილება წარადგინა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია ქალაქ პრაღაში გამართულ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 37-ე ყრილობასა და საერთაშორისო კონფერენციას „დიგიტალიზაცია – ტრანსფორმაცია – ინსპირაცია“ დაესწრო.
კონფერენციაზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძემ მიწის სისტემურ რეგისტრაციის ფარგლებში საარქივო დოკუმენტების ციფრულ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა. პრეზენტაცია შეეხებოდა 2022–2025 წლებში საქართველოში განხორციელებული მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების გამოყენებას, მათ მასშტაბურ დამუშავებას, გაციფრულებასა და სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას.
