Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას

მარშალ პრესი 24/11/2026
irakli kobakhidze3

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება.

“ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება და აბსოლუტურად ლოგიკური სუვერენული გადაწყვეტილებაა. ჩვენს შემთხვევაში, თქვენ იცით, რომ სხვაგვარად არის მოწესრიგებული ეს საკითხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც იმყოფება საქართველოში, აქვს ხმის მიცემის უფლება. სომხეთში ეს განსხვავებულად არის მოწესრიგებული, 1-წლიანი სტაჟი უნდა ჰქონდეს მოქალაქეს ქვეყანაში ცხოვრების, იმისათვის, რომ მისცეს ხმა. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის ეს ყველაფერი შესაბამისობაში სამართლებრივ სტანდარტებთან, ამაზე იმსჯელებს თავად სომხეთის ხელისუფლება. ეს არის მათი სუვერენული უფლება. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას”, –  განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით – ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი
Next: ირაკლი კობახიძე – არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი, ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.