Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – მიხარია, რომ ყოველდღიურად პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით – ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი

მარშალ პრესი 24/11/2026
irakli kobakhidze2

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

მიხარია, რომ ყოველდღიურად  პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ.

„მიხარია, რომ ყოველდღიურად ეს პოლიტიკური პარტიები წარადგენენ ახალ-ახალ მტკიცებულებებს მათ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ისინი ყოველდღიურად სთავაზობენ საზოგადოებას და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს, იმისათვის, რომ ისინი იყვნენ აღიარებულები არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებად. ყველაფერი დევს ხელისგულზე, ყველაფერი არის ძალიან ცხადი. ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებულები იყვნენ საბოტაჟით სახელმწიფოს წინააღმდეგ, კონსტიტუციური წყობილების საბოტაჟით იყვნენ დაკავებულები. მათ მოინდომეს, მათ გარისკეს და რისკი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. როდესაც შენ რისკავ და რისკის ხარჯზე ცდილობ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და პასუხი უნდა გაეცეს ამ ყველაფერს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოში კაზინოები მოქმედებს ბევრი წელია და ეს არის, მათ შორის, ტურიზმის ერთგვარი შემადგენელი ნაწილი, ასე განვითარდა ეს სექტორი, შესაბამისად, ერთბაშად უხეშად რომ შეეხო ამ სექტორს, ეს გამოიწვევს პრინციპულ, ძირეულ პრობლემებს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურიზმისთვის
Next: ირაკლი კობახიძე სომხეთის საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ჩვენ მოვუწოდებთ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს, ჩავიდნენ ერევანში და გააპროტესტონ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ეს არის სომხეთის სუვერენული გადაწყვეტილება, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ სომხეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ხელისუფლებას და წარმატებებს ვუსურვებთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.