Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის ტაქტიკაა, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაიტანონ სასამართლოს და საზოგადოების ყურადღება – მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად

მარშალ პრესი 24/11/2026
tengiz sharmanashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სხდომის განახლებამდე, შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოსარჩელე მხარისთვის დასმული კითხვები და აღნიშნა, რომ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც მათ არაკონსტიტუციურობას ადასტურებს, ოპოზიციურ პარტიებს არ აინტერესებთ.

შარმანაშვილის განმარტებით, მოპასუხე მხარის ტაქტიკაა მეორეხარისხოვან საკითხებზე სასამართლოს და საზოგაოდების ყურადღების გადატანა, თუმცა, მისივე თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციას ამის შესაძლებლობას არ მისცემს, ვინაიდან, ყველასთვის ცნობილია ის ძირითადი მტკიცებულებები და არგუმენტები, თუ რატომ უნდა გამოცხადდნენ აღნიშნული პარტიები არაკონსტიტუციურად.

“ნაციონალური მოძრაობის” კითხვებმა აჩვენა ერთადერთი: ძირითადი საკითხები, რომელიც ადასტურებს ამ პარტიების არაკონსტიტუციურობას, ის მათ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ იციან, იმთავითვე წამგებიანი პოზიცია აქვთ. ამიტომ მთელი მათი ტაქტიკა არის გადაიტანონ მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღება სასამართლოსი და, რა თქმა უნდა, საზოგადოებისაც, მაგრამ, სასამართლოში პროფესიონალები არიან და მათ ამ ხრიკებს იმედია არ აჰყვებიან. არც ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ რაღაც მეორეხარისხოვან საკითხებზე გადავატანინოთ ყურადღება. მთელმა საქართველომ იცის, რა არის ის ძირითადი მტკიცებულებები და რა არის ის ძირითადი არგუმენტები, რის გამოც ეს პარტიები უნდა გამოცხადდნენ არაკონსტიტუციურად,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

 

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო – მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
Next: ირაკლი კობახიძე – პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენის და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.