Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა

მარშალ პრესი 24/11/2026
პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავა

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა.

დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს
Next: თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: თავადაც ამბობენ, რომ კომერციული სუროგაცია პრობლემაა, ამდენი ხანი ჩუმად რატომ იყვნენ? ოპოზიცია ხარ, პირველ რიგში შენ უნდა წამომაძახო, რომ რაღაც ცუდი ხდება, რატომ არ აკეთებ? პატრიარქს რომ დავუჯერეთ, მაშინ გახდა ეს სამსჯელო – მათ ფარისევლობას ადამიანები არ დაიჯერებენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.