Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა – კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია

მარშალ პრესი 23/11/2026
mikheil zakareishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, – განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას “ტვ პირველის” ეთერში.

მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია, რომ მმართველმა გუნდმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაიარა.

“გუშინ, ბატონმა [ირაკლი კირცხალიამ], რომელმაც განაცხადა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ავკრძალოთო, იქვე მოაყოლა, რომ გავლილია კონსულტაციები საპატრიარქოსთან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი საქციელია, ახლა ხელისუფლების კრიტიკა არის თუ არა ეკლესიის საქმე – ეგენი არიან, ყველა ეპისკოპოსი არის ადამიანი და ხელისუფლების კრიტიკა არ არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება ვინმეს დაუშალო, მით უმეტეს, პირიქით – ჩემი აზრით, რაც უფრო კრიტიკული იქნება ნებისმიერი სფერო, უკეთესია ზოგადად. ვერ დავიკვეხნი, რომ სუროგაციის მიმართულება ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება, შთამომავლობას ეხება და არ არის ეს ისეთი საკითხი, რომ ასე პირდაპირ ვიღაც პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კვალიფიკაცია, რანაირად შეიძლება იცოდეს სასულიერო პირმა სამედიცინო მიმართულება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

Post navigation

Previous: დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დედასა და შვილს შორის ურთიერთობა დედის წიაღში იწყება – სუროგაცია ამას სრულიად გამორიცხავს და შეურაცხყოფს როგორც ბავშვს, ისე დედას. სუროგაცია ასევე უტოლდება ქართველების ისტორიაში არსებულ შავ ლაქას, როდესაც თანამემამულეებს ტყვედ იჭერდნენ და სტამბოლის ბაზარზე ჰყიდდნენ
Next: კახა კუკავა: საპატრიარქოს პოზიცია, სამწუხაროდ, ფარისევლური იყო. სად ნახა საქართველოს საპატრიარქომ ან ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ვინმე სუროგაციით შეწუხდა?
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.