Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დედასა და შვილს შორის ურთიერთობა დედის წიაღში იწყება – სუროგაცია ამას სრულიად გამორიცხავს და შეურაცხყოფს როგორც ბავშვს, ისე დედას. სუროგაცია ასევე უტოლდება ქართველების ისტორიაში არსებულ შავ ლაქას, როდესაც თანამემამულეებს ტყვედ იჭერდნენ და სტამბოლის ბაზარზე ჰყიდდნენ

marshal press 23/11/2026
alexandre galdava

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

სუროგაცია წარმოაჩენს ახალ დამოკიდებულებას – ბავშვის ყიდვა-გაყიდვას, როგორც რაღაც პროდუქტის ან ცხოველის შეძენას ან არშეძენას, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სუროგაცია უტოლდება ქართველების ისტორიაში არსებულ შავ ლაქას – შემთხვევებს, როდესაც თანამემამულეებს ტყვედ იჭერდნენ და სტამბოლის ბაზარზე ჰყიდდნენ.

„ეს ადამიანის შეურაცხყოფაა… როცა დედა, ქალი, რომელიც შვილთან ურთიერთობას ცხრა თვის განმავლობაში ინარჩუნებს… შეგიძლიათ გადახედოთ ინფორმაციას იმ ფსიქოემოციური დამოკიდებულების შესახებ, რომელიც დედასა და შვილს შორის არსებობს და რომელიც ჩასახვიდან იწყება. დედა და შვილი ერთ სამყოფელში არიან. ქრისტიანული ხედვით, დედის წიაღი ადამიანის სამოთხისეული მდგომარეობაა და ამ სამოთხეში მყოფი ბავშვი პირველ ურთიერთობას დედის სულიერ და ემოციურ განწყობასთან ამყარებს. შეგვიძლია ძალიან ადვილად მოვიძიოთ ის პირველი ნაბიჯები, რომლებსაც ბავშვი დედის წიაღში დგამს და არა დაბადებიდან. დაბადების შემდეგაც, რა თქმა უნდა, მისი აღზრდა საჭიროა და სხვანაირი დამოკიდებულება, მაგრამ ურთიერთობა დედის წიაღში იწყება. სუროგაცია ამას სრულიად გამორიცხავს და არამხოლოდ – ის შეურაცხყოფს ბავშვსაც და დედასაც და წარმოაჩენს ახალ დამოკიდებულებას: ბავშვის ყიდვა-გაყიდვას, როგორც რაღაც პროდუქტის ან ცხოველის შეძენისა და არშეძენის სურვილს. ეს სრულიად წარმოუდგენელია. ეს სიყვარულის, ურთიერთობის აქტია. ეს არის მდგომარეობა, სადაც ბავშვის პირველი ფსიქოემოციური სამყარო იქმნება, ისახება და მისი დაშორება იმ არსებისგან, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში ატარებს, სრულიად წარმოუდგენელია.

ჩვენ, ქართველებს სამწუხარო გამოცდილება გვაქვს და ეს ჩვენი ისტორიის შავი ფურცელია, რომელიც არასდროს უნდა დავივიწყოთ: ქართველები საკუთარ თანამემამულეებს ტყვედ ვიჭერდით და სტამბოლის ბაზარზე ვყიდდით. ეს ამის მსგავსი ანალოგია“, — განაცხადა დეკანოზმა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

Post navigation

Previous: ლიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდან
Next: ოპოზიციონერი მიხეილ ზაქარეიშვილი სუროგაციის აკრძალვაზე: თუ რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა – კონსულტაციები საპატრიარქოსთან ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.