Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ექნება მეტი შესაძლებლობა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის

მარშალ პრესი 23/11/2026
mariam kvrivishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

დღეისათვის საქართველოს ელექტროენერგიის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 5000 მგვტ-ს შეადგენს. ჩვენ გარდავქმენით ენერგეტიკული სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს 2036 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 2,5-ჯერ გაზრდას, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის დ მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბუქარესტში, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-13 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პროცესში არსებული დინამიკის განხილვისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ 10-წლიანი გეგმის შესაბამისად, 2036 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი გენერაცია დაახლოებით 11,5 ათას მგვტ-ს მიაღწევს.

„ეს ნიშნავს, რომ საქართველომ ელექტროენერგიის გენერაციის სრული თვითკმარობა უნდა უზრუნველყოს, რათა სრულად დააკმაყოფილოს ქვეყნის შიდა მოხმარების საჭიროებები. ამ სულისკვეთებით ჩემს ქვეყანას ექნება მეტი შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაშიც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, რომელიც ექსპორტის შესაძლებლობას ქმნის“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტთან ერთად, ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას ძირითად ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში.

„ჩვენ ვირჩევთ ერთგულების კურსს და ინვესტიციებს ვდებთ ძირითად ინფრასტრუქტურაში. ჩვენ კვლავ ერთგულნი ვართ ამ გზისა და უზრუნველვყოფთ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო ნაკადების მხარდაჭერას. ამ დინამიკიდან გამომდინარე, ძალიან გვახარებს, რომ როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წლებშიც ჩვენს ადგილობრივ ენერგობაზარს მნიშვნელოვანი დადგმული სიმძლავრეები დაემატება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Post navigation

Previous: ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე: მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელი მიმართულებით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული
Next: ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.