Skip to content
23/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე: მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელი მიმართულებით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული

მარშალ პრესი 23/11/2026
levan machavariani

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ოპოზიციის შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ და რომელი მიმართულებით იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული. მათი ერთადერთი ფუნქცია თავიანთი გადმოსახედიდან არის, რომ აბსოლუტურად ყველაფერს დაუპირისპირდნენ და აკრიტიკონ. ჩვენი საზოგადოება დარწმუნდა იმაში, რომ ოპოზიცია რასაც აკრიტიკებს, ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

მისი თქმით, არსებობდა დიდი რისკი, რომელიც ამ საკითხს უკავშირდებოდა და გადაწყვეტილებაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ რისკების გათვალისწინების საფუძველზე მიიღო.

„ჩვენ დავინახეთ სერიოზული რისკები. რისკები, რომელიც არის ერთი მხრივ ეთიკური რისკები, მეორე მხრივ, ეს რისკები დაკავშირებულია ტრეფიკინგთან. რისკები, რომელიც დაკავშირებულია ქალთა ექსპლუატაციასთან, რომელიც დაკავშირებულია ბავშვთა უფლებების დარღვევასთან. ძალიან ბევრი და მაღალი რისკები არსებობს ამ საკითხის გარშემო. ეს არის მიმართულება, რომელიც აკრძალულია ფაქტობრივად ყველა განვითარებულ ქვეყანაში. ძირითადად დარჩენილი იყო მომსახურების მიღება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. გვქონდა კონსულტაციები საპატრიარქოსთან ამ თემასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება აიკრძალოს საქართველოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ნანა კაკაბაძე: გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.