Skip to content
23/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა

მარშალ პრესი 23/11/2026
irakli kobakhidze3

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში განაცხადა, სადაც გიორგობასთან დაკავშირებით საზეიმო  წირვას დაესწრო.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი გიორგობა წელს გამორჩეულია, რადგან გიორგობა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავზე აღინიშნება, ასევე,   გიორგობა პირველად აღინიშნება ილია მეორის გარეშე და პატრიარქი შიო მესამე წელს გიორგობაზე პირველად აღავლენს წირვას.
„გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს. ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს. წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა.
წლევანდელი გიორგობა არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნისთვის. გიორგობას წელს აღვნიშნავთ 1700 წლისთავზე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ასევე, წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ მას პირველად აღვნიშნავთ უწმინდესის და უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის გარეშე. წლევანდელი წელი ძალიან რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული შვილისთვის, თუმცა, ამ განსაცდელს ჩვენი ხალხი და ეკლესიის მრევლი შეხვდა სიმტკიცით და ერთიანობით. გლოვასთან ერთად, ეს დღეები იყო რწმენის გარშემო  ერთიანობის ნამდვილი დღესასწაული.
წლევანდელი გიორგობა გამორჩეულია იმითაც, რომ უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი შიო მესამე წელს პირველად აღავლენს წირვას ამ გიორგობაზე. ბევრი ჩვენგანი, მრევლი, შიშით უყურებდა ილია მეორის პატრიარქობის შემდგომ ეპოქას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია იმით, თუ როგორ უძღვება სიბრძნით და სიყვარულით პატრიარქი შიო მესამე დედაეკლესიას და იმ ურთულეს მისიას, რომელიც მას დაეკისრა პატრიარქ ილია მეორის ანდერძით, წმინდა სინოდის გადაწვეტილებით და რაც მთავარია, უფლის ნებით. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა რიგითმა შვილმა იმ ღვაწლისთვის, რომელსაც ის ეწევა“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ზაქარია წიკლაური: სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სანტო- დომინგოში გაიმართა
Next: დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: მივესალმებით სუროგაციის სრულ აკრძალვას, ნახევარი ზომით აკრძალვა აუცილებლად გამოიწვევდა უკონტროლო პროცესებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.