Skip to content
23/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ზაქარია წიკლაური: სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობასა და დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სანტო- დომინგოში გაიმართა

მარშალ პრესი 23/11/2026
404

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

Patriot Network პრეზიდენტის, ენცო ალიასის (Enzo alias) მოწვევით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო დომინგოში გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში დგას, მათ შორის მიგრაციული პროცესების მზარდი მასშტაბები, გლობალური ეკონომიკური მდგომარეობა და ქვეყნების წინაშე არსებული პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სახელმწიფო სუვერენიტეტის მნიშვნელობას, მის აღიარებასა და დაცვის აუცილებლობას.

აღინიშნა, რომ თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული ინტერესების, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური თვითმყოფადობის პატივისცემა საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი უნდა იყოს. „მსგავსი საერთაშორისო შეხვედრები მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებისთვის, საერთო გამოწვევებზე მსჯელობისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მჯერა, რომ ძლიერი სახელმწიფოების საფუძველი სწორედ სუვერენიტეტის პატივისცემა, ეროვნული ინტერესების დაცვა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამშრომლობაა,“ – განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე
Next: ირაკლი კობახიძე – გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.