“მითების დეტექტორს კვლავ არ მოუხდენია რეაგირება და არ მოუხდია ბოდიში ჩემ შესახებ მანიპულაციის გავრცელების გამო. მოემზადეთ სრულმასშტაბიანი საინფორმაციო და ლეგალური იერიშისთვის, იანვარში ჩამოვდივარ თბილისში და დაგხურავთ მაგ კანტორას.”- წერს სოციალურ ქსელში ზაზა დობორჯგინიძე და მიმართავს თამარ კინწურაშვილის კანტორა “მითების დეტექტორს”
“მიზეზი, რატომაც საქართველოში დისკრედიტირებულია ადამიანის უფლებები, ფემინიზმი, ლგბტ უფლებები , თუ მითების გადამოწმება, რის გამოც ანტიდასავლური განწყობები ქვეყანაში გაღვივდა მათ შორის ისაა, რომ კოლექტიური თამარ კინწურაშვილები, კორუმპირებული ენჯეო ისთებლიშმენტი, ხარჯავენ კონკრეტული თემებისთვის განკუთვნილ ფულს პარტიზანულ აქტივობებში, კონკრეტული პარტიების დღის წესრიგში, და პირად ბოღმაში, რითიც მერე ფუჭდება იმ ენჯეოების ინტერესებიც, ვინც მართლა საქმეს აკეთებს.
ადამიანებს აქვთ უფლება გამოხატონ ნებისმიერი აზრი ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით, თუნდაც ბევრი ცილისწამება გავატარე ბოლო ორი წელია და არავისთვის მიმიმართავს, მაგრამ არავის მოგცემთ უფლებას რაღაც ანგარიშში ჩამსვათ ჭორის საფუძველზე მითუმეტეს როცა ჩემ სფეროზე ვწერ, ბოლომდე საფლავში ჩაგყვებით”- წერს ზაზა დობორჯგინიძე.
