Skip to content
23/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მე ვარ იდეალური ყველასთვის. სხვა არჩეული არავინაა – სალომე ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 23/11/2026
SALOME ZURABISHVILI

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ვთქვათ, ხვალ ივანიშვილი წავიდა ჩინეთში, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის”– ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ერთ წელიწადში მიღებული უნდა იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭიროა ნამდვილი არჩევნების ჩასატარებლად.

“მე არამხოლოდ მზად ვარ, სხვა არავინ არ არის. ვთქვათ, ხვალ გაქრა, ივანიშვილი წავიდა ჩინეთში თავის შვილთან ერთად. სხვა არჩეული, ლეგიტიმურზე არ დავიწყოთ, ლეგიტიმური, არალეგიტიმური, რამდენად ლეგიტიმური თუ მეხუთე პრეზიდენტი, სხვა არჩეული არავინ არ არის დღეს. თან მე ვარ იდეალური ყველასთვის იმიტომ, რომ 75 წლის გავხდები მალე, დიდი დრო არ გამაჩნია და არც დიდი ამბიცია. მე მაქვს ერთი ამბიცია- ქართული ქარტია. ქარტია არის ერთწლიანი, მერე მეუბნებოდნენ, რომ არა, რატომ ერთი წელი, იყოს ცოტა მეტი. ერთ წელიწადში უნდა შედგეს და მიღებული იყოს ყველა ის ზომა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ ჩავატაროთ ნამდვილი არჩევნები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა
Next: იანვარში ჩამოვდივარ თბილისში და დაგხურავთ მაგ კანტორას – ზაზა დობორჯგინიძე “მითების დეტექტორს”
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.