Skip to content
22/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

მარშალ პრესი 22/11/2026
irakli kircxalia

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

იმ ოჯახებისთვისაც, ვისაც შეიძლება [სუროგაცია] დაგეგმილი ჰქონდა და აკრძალვის შემდეგ ვეღარ განახორციელოს, მათთვისაც მორალურად და ეთიკურად ბევრად უფრო გადაწონის ის დიდი რისკები, რომელი რისკებიც ახლავს სამწუხაროდ ამ თემას და მის ასეთ კომერციალიზაციას, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ გამართულ ბრიფინგზე.

კირცხალიამ უმრავლესობის წევრების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც დაინიციირდება კანონპროექტი სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ, განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მომავალში კანონის აღსრულებასაც მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს, რათა არალეგალურ მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდეს.

„სახელმწიფო ჩვენ მოქალაქეებს ყველაფერში გვერდში დაუდგება ყველა მიმართულებით, რაც ჩვენ შეგვეძლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ აკრძალვას ნებისმიერ სფეროში ყოველთვის მოჰყვება იატაკქვეშა და არალეგალური მოქმედებები. ერთია ძალიან სწორად გაწერილი კანონმდებლობა და კანონი და მე ვფიქრობ, ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია შემდეგ ამის აღსრულება და ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ ეს იყოს მაქსიმალურად გაკონტროლებული, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. დამერწმუნეთ, ჩვენ ამის მაქსიმალურ პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ ამ ყველაფერს“,-განაცხადა კირცხალიამ.

Post navigation

Previous: საქართველოში სუროგაცია იკრძალება
Next: ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში – და ქვეყნები არ არის შეზღუდული – ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.