Skip to content
22/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოში სუროგაცია იკრძალება

მარშალ პრესი 22/11/2026
SUROGACIA

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კირცხალიამ გაავრცელა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ საკითხზე მმართველ გუნდს აქტიური კომუნიკაცია აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს.

Post navigation

Previous: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
Next: ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.