Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას

მარშალ პრესი 20/11/2026
archil gorduladze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა – არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ბეჟაშვილს სურს წარმოაჩინოს, რომ შს სამინისტროს თანამშრომლები აქციის დაშლას ღამის 12 საათზე იწყებდნენ, თუმცა, მაგალითად, 2024 წლის პირველ მაისს, აქციის მონაწილეებმა მაინც დაიწყეს პარლამენტის შენობის დაზიანება და ცეცხლის წაკიდება იმის მიუხედავად, რომ პერიმეტრზე სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იმყოფებოდა.

„თუ ბატონ ლევანს უნდა იმის წარმოჩენა, 12 საათი რომ გახდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მაშინვე აქციის დაშლას იწყებდნენ – უბრალოდ ერთი ფაქტითაც კი მტკიცდება [რომ ტყუილია], მაგალითად, 1 მაისის მაგალითი მოგიყვანეთ, როდესაც საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთი თანამშრომელი არ იდგა პარლამენტის შენობის გარე პერიმეტრზე. მიუხედავად ამისა, ძალადობრივი აქციის მონაწილე მოძალადეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობა, დააზიანეს კამერები, ჩახერგეს შესასვლელები, ცეცხლი წაუკიდეს სახელმწიფო ქონებას, მათ შორის, უშუალოდ ცეცხლი გაუჩნდა თვითონ შენობაში ოთახებს. თუ ამის აღწერილობა არის, მაშინ საათობრივად შეგვიძლია წარმოვადგინოთ. თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს, ბატონო თავმჯდომარევ, შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, საათების განმავლობაში რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით – 2024 წლის ნოემბერში, 2024 წლის დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს. თუ არსებობს იმის მტკიცების აუცილებლობა, კონკრეტულ დღეს რა ხდებოდა, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას, ეს წარმოდგენილია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არაერთი,და ვიდეოებით შეგვიძლია, საათობრივად გავყვეთ,“ – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: კახა კალაძე – ფონიჭალიდან 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ვიქირავებთ მათთვის ბინებს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება
Next: დიდია ჩვენი მწუხარება, მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ – პატრიარქი შიო მესამე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.