Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კახა კალაძე – ფონიჭალიდან 28 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ვიქირავებთ მათთვის ბინებს, აუცილებლად მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება

მარშალ პრესი 20/11/2026
kakha kaladze

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

28 ოჯახი, 143 ადამიანი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კალაძის თქმით, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება.

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს, ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მათ და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი დაკმაყოფილებულია, დროებით სასტუმროშია გადაყვანილი. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ. რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტას, აუცილებელი მოხდება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ, თუ ექნებათ სურვილი, ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის წარმომადგენლებს, ზოგადად, მედიკოსებს, ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა სახანძრო სამაშველო ჯგუფს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა იმ უწყების წარმომადგენელს, რომლებიც ამ მძიმე დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ადამიანების სიცოცხლე შენარჩუნებულიყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს „შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა“ და მიშამაც არ დააყოვნა – დათა გვასალია
Next: არჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.