Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს, ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა, მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას, გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მადლობას ვუხდი ექიმებს

მარშალ პრესი 20/11/2026
irakli kobakhidze02

მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკაში განუცხადა, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი მცირეწლოვანი მოინახულა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს.

„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში გადიან მკურნალობას. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათზე ზრუნავენ ექიმები. ექიმებს მადლობას გადავუხდი. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ შეძრა მთელი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს მათ მიმართ“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
Next: ვიზიარებ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას – პაატა სალია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.