Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სალომე სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს

მარშალ პრესი 20/11/2026
salome samadashvili

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ფონიჭალაში დატრიალებულ ტრაგედიას.

“ჩემი სამძიმარი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახებს. მადლობა მაშველებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს ხალხის გადასარჩენად.
სიმართლე მძიმეა-სიღარიბით, კორუფციით, ნეპოტიზმით და არაკომპეტენტური მართვით, ქვეყანა სტიქიური უბედურების ზონად იქცა. წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება.
ისინი კი, ვინც ქვეყანას უნდა მართავდნენ, ხალხის ძარცვით მდიდრდებიან, საკუთარ შვილებს დასავლეთში ხიზნავენ, კაპიტალიც იქ გააქვთ და მალავენ პოტენციური სანქციებისგან.
ქართველ ხალხს კი, მასკარადს უწყობენ, ხან საგამოძიებო კომისიის, ხან პარტიების აკრძალვის პროცესებით.

პარალელურად, ყველა სტრატეგიული მოკავშირე დაკარგეს, რუსების მოთხოვნების შესრულების იქით, გზას არ უტოვებენ საქართველოს.
არაა გასაკვირი, რომ ქართველები გარბიან ამ განუკითხაობისგან უცხოეთში. ახალი გამოსავალიც შესთავაზა მთავრობას მასთან დაახლოებულმა ერთმა საქმოსანმა-ინდოელები ჩამოვასახლოთ მუშა ხელის დეფიციტის შესავსებადო. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს“- წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა
Next: თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარის კითხვები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს დროის გაყვანის მცდელობასთან, ვინაიდან, დასმული კითხვების დიდი ნაწილი არის უშინაარსო და ამას ცხადყოფს ის რეაქცია, რაც კითხვების ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მოჰყვა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.