Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრობაციის ბიუროს ოზურგეთის ოფისის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარშალ პრესი 20/11/2026
okzurgetis probaciis biuro

ოზურგეთში პრობაციის ბიუროს ოფისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. სრულად რეაბილიტირებული შენობა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლაშა მაღრაძემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი საჯაიამ დაათვალიერეს.

„განახლებული ინფრასტრუქტურა ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს, პრობაციის სერვისები თანამედროვე, კომფორტულ სივრცეში მიიღონ, თანამშრომლებს კი, მათზე მორგებული სამუშაო სივრცით უზრუნველყოფს, რაც მათზე დაკისრებული ამოცანების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. ოზურგეთის პრობაციის ბიუროს რეაბილიტაცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაც გამართეს. საუბარი შეეხო სამუშაო პროცესის მიმდინარეობას, არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს.

Post navigation

Previous: რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
Next: სალომე სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.