Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

ფოთის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

მარშალ პრესი 14/07/2022
ფოთი

29 ივლისიდან, ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
​
​​მათივე ინფორმაციით, 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, ​პირველ ღონისძიებას – ​საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს.​ ​ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.

ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსი​ს ყველა სივრცე​ ​ადაპტირებული​ა​​.​

„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ჩვენს ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა. მადლობა მინდა ვუთხრა ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას და ცენტრალურ ხელისუფლებას. ​ ​ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა ​მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და ​​​​ ​ვუმასპინძლ​ოთ საერთაშორისო ტურნირებს, ​​სპორტის მრავალ სახეობაში​“, – აღნიშნა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით​, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
Next: ემანუელ მაკრონი: ჩვენ ძლიერი, ევროპაში პირველი არმია გვყავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.