Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მარშალ პრესი 14/07/2022
ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვინნიკოვს შორის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, ქვეყნის ალიანსში ინტეგრაციის პროცესი და არსებული მექანიზმები, მათ შორის, საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამა. ასევე, ისაუბრეს ნატო-ს 2022 წლის მადრიდის სამიტის შედეგებზე, საქართველოს კონტექსტში სამიტის გადაწყვეტილებებისა და ნატო-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე. ამ კუთხით ყურადღება გამახვილდა სამიტის ფარგლებში საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების დოკუმენტის მიღებაზე და ნატო-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში ღია კარის პოლიტიკის აქტუალობისა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივების ჯეროვნად ასახვაზე. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა დადებითად შეაფასა ალიანსში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ნატო-საქართველოს ურთიერთქმედების გაღრმავებისა და ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების მნიშვნელობას.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენი: ვიდრე აშშ არის, ისრაელი არასდროს იქნება მარტო
Next: ფოთის ახალი მრავალფუნქციური კომპლექსი სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.