Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსუდან კოხოძე: პირადობის ელექტრონული მოწმობის აღებისას გარკვეული კატეგორიის პირები სრულად თავისუფლდებიან გადასახადისგან

მარშალ პრესი 19/11/2026
rusudan kokhodze

„სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მუდმივად ცდილობს, რომ გარკვეული შეღავათებით ისარგებლოს შესაბამისი კატეგორიის მოსახლეობამ, ვისთვისაც შესაძლოა ეს იყოს გარკვეული გამოწვევა“, – ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“.

მან გადაცემაში პირადობის ელექტრონული მოწმობის მიღების პროცედურებსა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები სარგებლობენ ID ბარათის აღებისას.

„არის გარკვეული კატეგორია, რომელიც სრულად თავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან, როგორიც არის, მაგალითად, სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი პირები, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე პირები. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც საფასურისგან 50 პროცენტით თავისუფლდება, მაგალითად, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. გარკვეული შეღავათით სარგებლობენ აგრეთვე სტუდენტები.

მათ შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავტომატურად იღებს სახელმწიფო უწყებების ბაზებიდან, ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო არ არის, გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“, – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, რუსუდან კოხოძემ.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ – დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო
Next: თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და რობაქიძის საქმეებში მსჯავრდებული „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნების ჩამონათვალი წარუდგინა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.