Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

გიორგი კახიანი კონსტიტუციურ სარჩელზე: სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, რომ ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში – მათი პოზიცია არის ის, რომ საერთოდ არ ჰქონია თურმე, ასეთ აქციებს ადგილი და ასეთ შემთხვევებს ეძახიან ცალკეულ გამოვლინებებს

marshal press 19/11/2026
giorgi kaxiani

სარჩელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება იმას, რომ ისინი სისტემატურად მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქციებში, – განაცხადა 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის თქმით, ძალადობრივ აქციებს საერთოდ არ ჰქონია ადგილი.

„ზოგ შემთხვევაში მონაწილეობდნენ, ზოგ შემთხვევაში მხარს უჭერდნენ და არ ემიჯნებოდნენ ასეთ აქციებს. მათი პოზიცია არის ის, რომ საერთოდ არ ჰქონია თურმე ასეთ აქციებს ადგილი, მაგალითად, უარყოფენ, რომ პარლამენტის შენობაზე და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, ასევე თავდასხმა იყო პრეზიდენტის სასახლეზე. ამ ყველაფერს ისინი უარყოფენ და ასეთ შემთხვევებს ეძახიან ცალკეულ გამოვლინებებს. ასეთი დამოკიდებულებით ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რასაც ჩვენ სარჩელში ვედავებით – რომ ისინი ან უშუალოდ იყვნენ ჩართულნი ამ ძალადობრივი აქციების განხორციელებაში ან ახალისებდნენ, არ ემიჯნებოდნენ ასეთ აქციებს, რაც ჩვენი კანონმდებლობით პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველია”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება.

Post navigation

Previous: POLITICO: ევროკომისიაზე კიბერთავდასხმა განხორციელდა – ჰაკერებმა შესაძლოა თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს
Next: თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე რეალურად ვერ აცნობიერებს, ან ძალიან მიზანმიმართულად აკნინებს კონსტიტუციური პრინციპების მნიშვნელობას. მათთვის ჩალის ფასი აქვს სახელმწიფო სუვერენიტეტს და კონსტიტუციურ წესრიგს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.