Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ტაბლოიდი

​​ვან გოგის ტილო აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

მარშალ პრესი 19/11/2026
​​ვან გოგის ტილო აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის ნახატი „აყვავებული წაბლის ხეები“ Sotheby’s აუქციონზე 190,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, რაც მხატვრის ნამუშევრებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მანამდე ვან გოგის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი იყო „პურის ყანა კვიპაროსით“ – 2022 წელს ტილო 117,2 მილიონ დოლარად გაიყიდა.Sotheby’s-ის ვაჭრობის ისტორიაში „აყვავებული წაბლის ხეები“ ღირებულებით მეორე ადგილზე გავიდა: რეკორდი გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტს“ ეკუთვნის, რომელიც 2025 წელს 236,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ვან გოგმა ნახატი 1890 წელს, პარიზის მახლობლად მდებარე სოფელ ოვერ-სიურ-უაზში დახატა, სადაც სიცოცხლის ბოლო ორი თვე გაატარა.

ტილო აუქციონზე კიდევ 11 ნახატთან ერთად გაიტანეს, როგორც არგენტინელი მეცენატების – კარლოს ბლაკიესა და მისი მეუღლის, ნელი არიეტას კოლექცია.ამასთან, არსებობდა ვაჭრობის ჩაშლის საფრთხე, რადგან ნახატის გამო ​ბლაკიე-არიეტასა და გერმანელი გამომცემლის, სამუელ ფიშერის მემკვიდრეებს შორის დავა მიმდინარეობდა. ამ უკანასკნელის შთამომავლები ამტკიცებდნენ, რომ მათმა ნათესავებმა ტილო 1936 წელს „ნაცისტების მხრიდან დევნის გამო“ გაყიდეს.1936 წლის შემდეგ, ბლაკიე-არიეტამდე, ნახატს კიდევ ხუთი მფლობელი ჰყავდა. ცოლ-ქმარმა ის მხოლოდ 1975 წელს შეიძინა. საბოლოოდ, აუქციონის სახლმა მემკვიდრეებს შორის დავის მოგვარება შეძლო.ვაჭრობის დაწყებამდე ექსპერტები ნახატს დაახლოებით 180 მილიონ დოლარად აფასებდნენ. აუქციონამდე ტილო გამოფენილი იყო ლონდონში, პარიზში, ტაიბეიში, ჰონგ-კონგსა და ნიუ-იორკში.

Post navigation

Previous: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თამაზ ბორაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია
Next: პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი სი ძინპინთან მოლაპარაკებებს მართავს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.